„დიდი ალბათობით, ბატონი კახი კალაძე იქნება ჩვენი თბილისის მერობის კანდიდატი“ - ირაკლი ზარქუა
1749070318
ინდოეთის ხელისუფლებამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში ათობით იშვიათი ქვეწარმავლის, მათ შორის, შხამიანი გველების, კონტრაბანდულად შეტანას ცდილობდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინდოეთის მოქალაქე, რომელიც ტაილანდიდან ბრუნდებოდა, კვირას, მუმბაის აეროპორტში საბაჟოს თანამშრომლებმა გააჩერეს. ოფიციალური პირების თქმით, ქვეწარმავლები, მათ შორის, 47 შხამიანი გველგესლა, მამაკაცის ბარგში დამალული იპოვეს.
მამაკაცს ქვეწარმავლები ველური ბუნების დაცვის შესახებ ინდოეთის სხვადასხვა კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოართვეს.