საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, საქმე ნიკა გვარამიას წინააღმდეგაც არის აღძრული - პოლიტიკოსი დღეს სასამართლოში არ მივიდა, რის გამოც პროცესი გადაიდო

პროცესი

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, საქმე ნიკა გვარამიას წინააღმდეგაც არის აღძრული - პოლიტიკოსი დღეს სასამართლოში არ მივიდა, რის გამოც პროცესი გადაიდო.

სხდომა 13 ივნისს დაინიშნა. იქამდე, 7 ივნისს შეფარდებული გირაოს ვადა იწურება.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი, გირაოს გადახდას, ნიკა მელიას მსგავსად, არ აპირებს.