თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1746215967
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” ითამაშებს.
გულშემატკივარმა ხვიჩა კვარაცხელია ბათუმიდან გადავსებული ტრიბუნებით და საოცარი ემოციებით გააცილა. „მადლობა, მეტი მოტივაციისთვის“ - ასე დაემშვიდობა ხვიჩა კვარაცხელია ბათუმელ ქომაგებს.
ხვიჩას თქმით, ნაპოლის მაისურზე განსხვავებული ნომრით ითამაშებს.
21 წლის ქართველი ტალანტის სანაცვლოდ ნეაპოლურმა კლუბმა 10 მილიონი ევრო გადაიხადა.
თავად კვარაცხელიას ანაზღაურება კი წელიწადში 1 მილიონი ევრო იქნება. კვარაცხელია მომდევნო კვირაში ნეაპოლში ჩავა, 14 ივლისს კი პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს.