5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
სიდნეიში გამართული UFC 312-ის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.
UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგში ბოლო ღონისძიების შემდეგ ორი ცვლილებაა – ქვესაშუალო წონის ჩემპიონი ბელალ მუჰამედი მეშვიდე ადგილზე გადავიდა, ხოლო მეექვსე ადგილი საშუალო წონის ჩემპიონმა, სამხრეთაფრიკელმა დრიკუს დუ პლესიმ დაიკავა. ბოლო, მე-15 ადგილზე კი შონ სტრიკლენდმა გადაინაცვლა და მისი მე-14 ადგილი ჩარლზ ოლივეირამ დაიკავა.
დუ პლესიმ სიდნეიში შონ სტრიკლენდი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საშუალო წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
ამ ეტაპზე UFC-ის 15 საუკეთესო მებრძოლს შორის ორი ქართველია – ილია თოფურია (მე-4 ადგილი) და მერაბ დვალიშვილი (მე-5 ადგილი).
UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული (P4P) რეიტინგი:
ისლამ მახაჩევიჯონ ჯონსიალექს პერეირაილია თოფურიამერაბ დვალიშვილიდრიკუს დუ პლესიბელალ მუჰამედიტომ ასპინალიალექსანდრე პანტოჟალეონ ედვარდსიალექსანდერ ვოლკანოვსკიმაქს ჰოლოუეიშონ ო’მალიჩარლზ ოლივეირაშონ სტრიკლენდი