ირანის ბირთვულ ობიექტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1751132633
„უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას“, – ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ განაცხადა.
ბრძოლის შემდეგ თოფურიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ემოციების გადმოცემა ადვილი არ არის.
„ყველა წონის საერთო რეიტინგი არ მაინტერესებს – სადაც უნდა, იქ ჩამწერონ. მარტივი არ არის იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. მაგრამ ფაქტია – ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა დავამარცხე, მათ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ვერ დაასრულეს. ამით ძალიან ვამაყობ. ჩემ გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამას შევძლებდი.
ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია. შეიძლება ამპარტავნად მიმიჩნევენ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით – დღეს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ. ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა ემოციურად ცოტა უფრო რთული იყო – ის მართლა კარგი ადამიანია. რაც შეეხება ჩემს ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვებებს, პირველ ადგილს ვოლკანოვსკისთან ნოკაუტს მივანიჭებდი, მერე მოდის ჰოლოუეი და ბოლოს – ოლივეირა“, – განაცხადა თოფურიამ.