6 ავადმყოფობა, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება

საავადმყოფო

2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვყენებს.

6 მიზეზი, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება

  1. სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 18 159 ადამიანი;
  2. კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - 9 558 ადამიანი;
  3. სიმსივნეები - 5 720 ადამიანი;
  4. სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 3 641 ადამიანი;
  5. ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 826 ადამიანი;
  6. საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1 307 ადამიანი.