„უბრალოდ დაუჯერებელია...“ - ილია თოფურიას პირველი კომენტარი ქამრის დაცვის შემდეგ

ილია თოფურია

ისტორიაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ქამარი შეინარჩუნა. ქამრის დაცვის შემდეგ ილია თოფურიამ პირველი კომენტარი გააკეთა. ილიას თქმით, ისეთი ლეგენდის დამარცხება, როგორიც მაქს ჰოლოუეია უბრალოდ დაუჯერებელია. 

„მადლობა ღმერთს, ის მაძლევს ყველაფერს, რაც კი მაქვს ცხოვრებაში. არ ვიცი რა ვთქვა - ისეთი ლეგენდის დამარცხება, როგორიც მაქს ჰოლოუეია უბრალოდ დაუჯერებელია..." , - თქვა ილიამ. 

ბრძოლა "აბუ დაბიში" გაიმართა.

ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ილია თოფურიას შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 16 შეხვედრის შემდეგ 16 გამარჯვება აქვს.

წყარო: crystalsport.ge