გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაღაცით უკმაყოფილონი არიან, მაშინ ცოტა გაისეირნონ, წიგნები წაიკითხონ ან სხვა რამე გააკეთონ, - ამის შესახებ უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ worldsport-თან განაცხადა.
„კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ოთხი გუნდი ერთნაირ მდგომარეობაში ვიყოთ და მათ შორის იყოს საქართველოც. სწორედ ამ სცენარზე ვფიქრობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულების მოპოვება ვერ შევძელით. თუ საბოლოოდ, ერთი ქულა დაგვაკლდება, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. ამიტომ ვცდილობდით ბოლო წამზე ქულების მოპოვებას.
კარგად ვიცი წესები და თამაშის კოდექსი. ვიცი, რომ მეტოქის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ქართველი კალათბურთელების მისამართით უხამსი ჟესტი აჩვენა.