საქართველოს კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა უკრაინასთან მატჩისთვის 13 მოთამაშე შეარჩია

კალათბურთი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილი ეროვნული გუნდი 17 ივნისს თბილისში შეიკრიბა, ხოლო საკვალიფიკაციო მატჩებს 1-ელ ივლისს რიგაში, უკრაინასთან და 4 ივლისს თბილისში, ესპანეთთან გამართავს.

ილიას ზუროსმა უკრაინასთან სათამაშოდ 13 კალათბურთელი შეარჩია. ეს მოთამაშეები არიან:

გიორგი ცინცაძე, გივი ბაქრაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, კახაბერ ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიაში გამთენიისას გაფრინდა.