„თუ გვსურს პირველი ადგილის დაკავება, დარჩენილი ორივე თამაში უნდა მოვიგოთ“ - ვილი სანიოლი

სა

ხვალ ფეხბურთია, საქართველო უკრაინას ხვდება. ეროვნული ნაკრები ბათუმშია. გუნდი მატჩისწინა ვარჯიში უკვე ჩაატარა. გაიმართა ვილი სანიოლის პრესკონფერენციაც. ცნობილია, რომ უკრაინელებთან შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ლაშა დვალი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

„უკრაინა ძალიან ძლიერი გუნდია და ეს ჩვენ ვნახეთ ოქტომბერში როცა დავმარცხდით. შეტევა ყოველთვის კარგია, თუმცა სხვა ფაქტორებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მეტი აგრესია უნდა გამოვიჩინოთ და გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც დაცვაში წინა მატჩში დავუშვით.

დაცვის ხაზში არ გვყავს დისკვალიფიცირებული ლაშა დვალი და ტრავმირებული საბა გოგლიჩიძე, მაგრამ ამ ზონასაც შევავსებთ სხვა მოთამაშით. ერთი, რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ თუ გვსურს პირველი ადგილის დაკავება დარჩენილი ორივე თამაში უნდა მოვიგოთ. თუმცა, ჩემი მთავარი მიზანი ყველა მატჩში გააზრებული, კარგი და შინაარსობრივი თამაშის ჩვენებაა,"- განაცხადა ვილი სანიოლმა.