„წვიმას არ აქვს მნიშვნელობა - მოვიგებთ“ - გენო პეტრიაშვილი ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ბათუმში იმყოფება

გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ბათუმში იმყოფება.

მან "რუსთავი 2-თან" განაცხადა, რომ განწყობა ძალიან კარგია და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების მოლოდინი აქვს.

"ძალიან კარგი განწყობაა, ველოდებით, რომ ჩვენი ბიჭები საუკეთესო შედეგს დადებენ. წვიმას არ აქვს მნიშვნელობა - მოვიგებთ," - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

დღეს ფეხბურთია - უეფა-ს ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრას, 21:00 საათზე ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" გაიმართება.

საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის ნახვას გულშემატკივრები რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც შეძლებენ.