დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გელა დაიაური და მისი მეუღლე ეკა მანჩხაშვილი ვაჟის მშობლები გახდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გელა დაიაურის მეჯვარე, ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი წერს.
პატარა ვაჩე დაიაური თბილისში, საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდა. ახალშობილი 3400 გრამს იწონის და 53 სანტიმეტრია.
ვაჩეს მამა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ადამიანები, გულიდან გეუბნებით მადლობას... ძალიან ბევრმა დამირეკა, მომწერა, სტატუსი დადო... ორმაგად ბედნიერი ვარ ასეთი სიყვარულისა და თანადგომისთვის!!! უფალმა დაგლოცოთ, დაგილოცოთ ოჯახები და გარშემომყოფნი...
P.S. მაპატიეთ, თუ კონკრეტულად ვერ გიპასუხეთ მოლოცვებზე...." - წერს გელა დაიაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ნახეთ ახალშობილი ვაჩე დაიაურის პირველი ფოტო
👉 როდის გამოიდარებს საქართველოში - უახლესი პროგნოზი
👉 „პირად თუ კარიერულ დონეზე ურთულესი პერიოდი მაქვს“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს