ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს
1786219080
68 წლის ასაკში ლიონელ მესის მამა და აგენტი, ხორხე მესი გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ხორხე მესის ლეოს წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვის — ის არა მხოლოდ მამა, არამედ მისი კარიერის მთავარი მმართველი და პროფესიულ გზაზე უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო.
ცნობილია, რომ ხორხე მესის ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ივნისშიც გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა მაშინ ოჯახმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო.