ინსტაგრამზე ჰქონდა ატვირთული... - ნია იმნაძის რომელ ფოტოზე საუბრობს გიგა ავალიანის დედა

ნია იმნაძე

"ფოტოსურათი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ნია იმნაძის ერთ-ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა..." - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა. 

„ეს ფოტო ნია იმნაძეს ატვირთული ჰქონდა ინსტაგრამზე. ფოტო ატვირთული იყო 3 ოქტომბერს. მე იმ დროს არ ვიცოდი ფოტო როდის გადაიღეს. შემ­დეგ, როცა საქ­მის მა­სა­ლე­ბი მომ­ცეს, ნია იმ­ნა­ძის ტე­ლე­ფო­ნის პირ­ვე­ლა­დი აღ­დგე­ნა რომ მოხ­და, იქ ვი­პო­ვე ეს სუ­რა­თი და ეს სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია 2 ოქ­ტომ­ბერს. 

2 ოქ­ტომ­ბერს ეს სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია მა­შინ, როცა ნია იმ­ნა­ძე გი­გას "ჩა­ტი­დან" გე­ბუ­ლობს გი­გა­ზე თავ­დას­ხმას. ანუ ამ სუ­რა­თის გა­და­ღე­ბის დროს ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და ნია იმ­ნა­ძე არი­ან ერ­თად. "ჩატ­ში" არის მი­მო­წე­რე­ბი, ნია იმ­ნა­ძეც წერს, ის ბავ­შვე­ბიც წე­რენ და მერე ერთ-ერ­თთან პი­რად­ში გა­და­ვი­დ,ა იმი­ტომ რომ იმ ბავ­შვმა მი­წე­რა პი­რად­ში. მას ეგო­ნა, გიგა მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დარ­ჩე­ბა და ამ მი­მო­წე­რას ნა­ხავს და უხერ­ხუ­ლი­აო. იმ დროს, როცა გი­გა­ზე თავ­დას­ხმა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ნია იმ­ნა­ძე და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი არი­ან ერ­თად"- გა­ნა­ცხა­და ეკა კუ­პა­ტა­ძემ.

ნია იმნაძის ადვოკატი აცხადებს, რომ  დაკავებულმა არასრულწლოვანმა გიგა ავალიანზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა .

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა. ორივე არასრუწლოვანს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.