ტოპ 10 გარემარბი - რომელ ადგილზეა კვარა ESPN-ის რეიტინგში

კვარა

ESPN-მა 2022/23 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესო გარემარბები დაასახელა.

ტოპ 10-ში, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და „კვარა“ მე-2 პოზიციას იკავებს. 

ერლინგ ჰოლანდის მსგავსად, ხვიჩა კვარაცხელიაც უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადავიდა და უკეთესი სტატისტიკა დააფიქსირა. რუსეთის პრემიერ ლიგაში არსებული ძალისმიერი სტილი კვარასთვის გამაღიზიანებელი გახლდათ და მისგან გათავისუფლებული ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ გადასვლის პირველივე მომენტში აბსოლუტური აღმოჩენა გახდა. სერია A-ში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში, კვარადონა პირველი იყო საგოლე გადაცემების რაოდენობით (10), მეორე - შექმნილი ძალიან სახიფათო მომენტების რაოდენობით (14), პირველი - მოედნის მესამე ნახევარში გაკეთებული პასების რაოდენობით (603), მეორე - მეტოქის საჯარიმოში შეხებების რაოდენობით (198), მეექვსე - თამაშიდან ზუსტი დარტყმების რაოდენობით (25), მერვე - გოლების რაოდენობით (12), მე-14 - მეტოქის ნახევარზე, ბურთთან ერთად, მინიმუმ 5-მეტრიანი წინსვლების რაოდენობით და მეორე - მესამე ნახევარში მოპოვებული ბურთების რაოდენობით (38). კვარამ მომენტები შექმნა, თანაგუნდელებს გოლის გატანის უამრავი შანსი მისცა, პრესინგს კარგად თამაშობდა და აბსოლუტური დინამო იყო. გავლენა, რომელიც მან ნაპოლიზე და პარტენოპეის ჩემპიონობაზე მოახდინა, აშკარა და სიღრმისეული გახლდათ.

„როგორც კი ვარსკვლავად ქცევისკენ ნაბიჯს დგამ, შენი მეტოქეები წიგნების წერას იწყებენ თუ როგორ შეგაჩერონ. საინტერესო იქნება, გუნდები რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, როცა საქმე ნაპოლის შეტევის გულისა და სულის შეზღუდვაზე მივა. ალბათ, უფრო ძალისმიერ ტაქტიკას გამოიყენებენ, ვიდრე რუსეთში ვიხილეთ და საკითხავია, მის გუნდს რა რეაქცია ექნება“, - წერს ESPN-ი.

ამერიკული გამოცემის ტოპ 10 ასე გამოიყურება:

1 ბუკაიო საკა

2  ხვიჩა კვარაცხელია

3  ჯეკ გრილიში

4 უსმან დემბელე

5  გაბრიელ მარტინელი

6  რიად მაჰრეზი

7  კინგსლი კომანი

8  როდრიგო

9  ფილ ფოდენი

10 მუსა დიაბი

„მოლაპარაკებები დაიწყო“ - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი

VIDEO: ვრცელდება ნიცა თავაძის აქამდე უცნობი კადრები

კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს, გაზრდილი ანაზღაურებით აფორმებს