კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს, გაზრდილი ანაზღაურებით აფორმებს

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია და მისი აგენტი, მამუკა ჯუღელი უკვე რამდენიმე კვირაა, „ნაპოლისთან“ ახალი ხელშეკრულების თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. 

როგორც Sport Mediaset-ი და La Gazzetta dello Sport-ი წერს, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

წყაროს ცნობით, ერთადერთი, რაც შეიცვალა, ანაზღაურებაა, რომელიც 2,5 მილიონი ევროს ნაცვლად, 3 მილიონი ევრო იქნება.

Sport  Mediaset-ის ცნობით, ხვიჩამ თავისი აგენტის, მამუკა ჯუღელის მეშვეობით, ხელფასების გაზრდა მოითხოვა. 

იტალიური მედიის ინფორმაციით, ხელშეკრულება ძალაში 2028 წლამდე იქნება. კვარას გამოსასყიდი თანხის ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

ამრიგად, ხვიჩა კლუბში მე-4, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება, ოსიმენის, ლოზანოსა და ჟელინსკის შემდეგ.