1734793091
ტოჩინოშინის დამაჯერებელი გამარჯვება - ქართველმა ჰაცუ ბაშოზე მეორედ მოიგო
ჰაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა და იორიკირით გაიმარჯვა.
შეხვედრის დაწყებამდე ტოჩინოშინს ძლიერი ტაჩიაი ჰქონდა და უპირატესობა მალევე მოიპოვა. შედეგად, ქართველ გოლიათს მეტოქის დოჰიოს გარეთ გადაყვანა აღარ გასჭირვებია.
ამ გამარჯვების შემდეგ ლევანმა იანვრის სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მისი ბალანსი 2:1-ზე გახდა.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ხვალ მე-13 მაეგაშირა კოტოშო იქნება. ქართველი და იაპონელი რიკიშები აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდნენ და ხუთივე შემთხვევაში გამარჯვება ლევან გორგაძემ მოიპოვა.