სპორტის მინისტრმა ეთერ ლიპარტელიანს ისტორიული გამარჯვება მიულოცა

ეთერ ლიპარტელიანი

საქართველოს სპორტის მინისტრმა უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატისას ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიოს პირველობაზე მოპოვებული ისტორიული ოქროს მედალი მიულოცა. მინისტრმა ძიუდოისტს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ტურნირებში გამარჯვებები უსურვა.

ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. ვერცხლი ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ), ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ(-90 კგ) მოიპოვეს.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.