სპიროს კაპრალოსი: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საუკეთესო ახალგაზრდა ვაჟ და გოგონა სპორტსმენებს დახურვის ცერემონიაზე ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის პრიზი გადავცეთ

სპიროს კაპრალოსი

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საუკეთესო ახალგაზრდა ვაჟ და გოგონა სპორტსმენებს დახურვის ცერემონიაზე ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის პრიზი გადავცეთ, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა.

მისივე თქმით, ამით ძალიან კარგი საქმე გაკეთდება.

„15 წლის წინ, როდესაც უდიდესი ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი დაიღუპა, მეც ვანკუვერში ვიმყოფებოდი და ის საშინელი ამბავი დღემდე მახსოვს. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საუკეთესო ახალგაზრდა ვაჟ და გოგონა სპორტსმენებს დახურვის ცერემონიაზე ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის პრიზი გადავცეთ. ამით ძალიან კარგი საქმე გაკეთდება“, - აღნიშნა მან.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა. აღნიშნული ინიციატივის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. 12 თებერვალს, ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ხსოვნას პატივი მიაგეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა. მათ სპორტსმენის ხსოვნის უკვდავსაყოფად გაკეთებული მუზეუმი დაათვალიერეს და შეხვდნენ ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის ოჯახის წევრებს.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.