Sky Sports - კრიშტიანო რონალდო ზაფხულში, შეიძლება, „რეალში“ დაბრუნდეს

კრიშტიანუ რონალდუ

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს, – იტყობინება Sky Sports.

უფრო ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი განიხილავს შესაძლებლობას – ამ სეზონის შემდეგ არ გააგრძელოს კონტრაქტი „ალ-ნასრთან“. საქმე ისაა, რომ რონალდოს სურს მსოფლიოს 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობა, რომელშიც მისმა ამჟამინდელმა კლუბმა მოხვედრა ვერ მოახერხა.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია 1-10 ივნისს სპეციალურ სატრანსფერო ფანჯარას გახსნის კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის წინ. შესაბამისად, რონალდოს ექნება შესაძლებლობა კონტრაქტი გააფორმოს „რეალთან“ ერთი ტურნირისთვის. მანამდე დაიწერა იმის შესახებ, რომ პორტუგალიელით ასევე ინტერესდებიან „ინტერ მაიამი“ და „ალ-ჰილალი“.

მიმდინარე სეზონში რონალდომ კლუბსა და ნაკრებში ჩატარებლ 40 მატჩში 34 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.