დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის კატარის ელჩმა გერმანიის მაუწყებელს ZDF-ს განუცხადა, რომ ჰომოსექსუალებს აქვთ „დაზიანებული გონება“, ეს იმ დროს ხდება, როდესაც სპარსეთის ყურის სახელმწიფო ემზადება გლობალური ტურნირის მასპინძლობისთვის, რომელიც 20 ნოემბერსაა ჩანიშნული.
დოჰაში გადაღებულ ინტერვიუში, რომელიც სამშაბათს გავიდა ეთერში, ყოფილმა ყატარელმა ინტერნაციონალისტმა ხალიდ სალმანმა ისაუბრა ჰომოსექსუალიზმის საკითხზე, რომელიც უკანონოდ ითვლება კონსერვატიულ მუსულმანურ ქვეყანაში.
ზოგიერთმა ფეხბურთელმა გამოთქვა შეშფოთება იმ გულშემატკივრების გამო, რომლებიც ღონისძიებაზე დასწრებას აპირებენ, განსაკუთრებით ლგბტ+ ადამიანებებზე და ქალებზე, რომლებიც უფლებადამცველის თქმით, დისკრიმინირებული არიან ყატარის კანონებით.
"აქ მათ უნდა მიიღონ ჩვენი წესები", - თქვა სალმანმა ინტერვიუში.
„(ჰომოსექსუალიზმი) ჰარამია. იცით, რას ნიშნავს ჰარამი?( (აკრძალულს)” - დასძინა მან.
კითხვაზე, რატომ იყო ეს ჰარამი, სალმანმა უპასუხა: „მე არ ვარ მკაცრი მუსლიმი, მაგრამ რატომ არის ეს ჰარამი? იმიტომ, რომ ეს გონებრივი დაზიანებაა“.
ამის შემდეგ ინტერვიუ მაშინვე შეწყიტვა თანმხლებმა ჩინოვნიკმა. ამის შემდეგ Reuters ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს დაუკავშირდა, მაგრამ მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.
საქმე ისაა, რომ ორგანიზატორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ყველა სტუმარს მიესალმებიან.
ყატარი ახლო აღმოსავლეთში პირველი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, მაგრამ პატარა ქვეყანა ბოლო წლებში ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა უცხოელი მუშების მიმართ მოპყრობისა და შეზღუდველი სოციალური კანონების გამო.
სიტუაციამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ გუნდებისა და ოფიციალური პირების მოწოდება გამოიწვია, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ტურნირს, რომელიც 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
ინგლისი და უელსი კი სხვა ქვეყნებთან ერთად, ტურნირზე ცისარტყელას ფერის სამკლაურების გაკეთებას გეგმავენ, რომელზედაც „ერთი სიყვარული“ იქნება ამოტვიფრული.