ესპანეთმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა

კკ

ესპანეთი ფინალშია - მან საფრანგეთი 2:0 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, დალასის სტადიონზე დაამარცხა და სამართლიანად გადავიდა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

მთელი თამაშის მანძილზე ბურთს უმეტესად ესპანეთი ფლობდა და 58-ე წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა. ამ დროისთვის ფრანგებს კარში ბურთი ერთხელაც კი არ ჰქონდათ დარტყმული.

პირველი გოლი იამალზე განხორციელებული უხეში თამაშისთვის დანიშნულ პენალტს მოჰყვა. მეორე ტაიმში კი უკვე მეორე გოლის გატანა პედრო პორომ შეძლო. ესპანეთის ნაკრები ისტორიაში მეორედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. მისი მეტოქე ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებული იქნება. ეს მატჩი დღეს ღამის 11 საათზე დაიწყება.