საუკეთესო შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - ჩვენმა დელეგაციამ ოლიმპიადაზე სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ოლიმპიადა

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა.

პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი)

ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო)

თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი)

კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო)
საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული ტოკიო 2020 იყო, სადაც სამი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოვიპოვეთ.

პარიზის ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი კი შეერთებულმა შტატებმა აჩვენა – ამერიკელი სპორტსმენების ყულაბაში 40 ოქრო, 44 ვერცხლი და 42 ბრინჯაოა.