საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება დინამო არენაზე 20 საათზე დაიწყება​

სპორტი

საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება, დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

UEFA-ს ერთა ლიგის C დივიზიონში, ბოლო 1 კვირის მანძილზე ეს გუნდები ერთმანეთს უკვე მეორედ შეხვდებიან, პირველი მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრად 5-2 მოიგეს.

ვილი სანიოლის გუნდს 3 ტურში 9 ქულა აქვს მოპოვებული და მე-4 ჯგუფს ლიდერობს. მეორე ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონიაა 4 ქულით, ხოლო მესამეზე ბულგარეთი 2 ქულით, ბოლოზე კი გიბრალტარია, რომელმაც მხოლოდ ქულის დაგროვება შეძლო.