1740388324
საქართველოს ნაკრებმა ვენესუელაც დაამარცხა და ბრძოლას მეორე ეტაპზე განაგრძობს

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამიდან ორი მატჩი მოიგო. კაბო ვერდეს მსგავსად, ჩვენმა გუნდმა ვენესუელაც დამაჯერებლად დაამარცხა და დამსახურებულად გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე. 70:59 – ასეთი იყო საქართველოსა და ვენესუელის მატჩის საფინალო შედეგი.
მომდევნო ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება და საქართველო მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს გერმანიასა და ავსტრალიასთან. ეს ორი გუნდი E ჯგუფიდან გავიდა, საქართველო და სლოვენია – F ჯგუფიდან. ამ ოთხი გუნდიდან კი 1/4 ფინალში ორი ითამაშებს. მათ პირველ ეტაპზე მოგროვილი ყველა ქულა გადაჰყვათ.
რაც შეეხება საქართველოსა და ვენესუელის დაპირიპირებას. მატჩის სურათი წინასწარ ცხადი იყო: სამხრეთამერიკელები სამქულიანებით ეცდებოდნენ ფონს გასვლას, რადგან ქართველ წინახაზელებთან საბრძოლველად სათანადო რესურსი არ გააჩნდათ. დანარჩენი უკვე ქართველებზე იყო დამოკიდებული – რამდენად კარგად შეძლებდნენ პერიმეტრის გადაკეტვას და ვენესუელის დაცვის გარღვევას.