1742965024
საქართველოს ნაკრების ხუთი ფეხბურთელი ერთა ლიგის პლეი ოფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

საქართველოს ნაკრების ხუთი ფეხბურთელი ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ასეთია whoscored-ის შეფასება.
საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა 4-4-2 სისტემით შედგენილი გუნდის თავდასხმაში გიორგი მიქაუტაძე (9,2) შეიყვანა, ხოლო ნახევარდაცვა მთლიანად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებით შეადგინა – გიორგი ჩაკვეტაძე (8,1), ოთარ კიტეიშვილი (8,2), ანზორ მექვაბიშვილი (8,0) და ხვიჩა კვარაცხელია (10.0).
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა პლეი ოფის საპასუხო შეხვედრებში მონაწილე ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შეფასება მიიღო – 10,0 ქულა და ტურის MVP გახდა, ხოლო მიქაუტაძე მეორე ადგილზეა.