საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია ვერ დაამარცხა

რაგბი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სეზონი პორტუგალიასთან მატჩით გახსნა. ჯვაროსნებმა შეხვედრა ფრედ, 25:25 დაასრულეს.

აღნიშნული მატჩი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გაიმართა.

ლევან მაისაშვილის გუნდმა ამ შედეგით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. ჯვაროსნები ჯგუფს 25 ქულით ლიდერობენ. 

საქართველოს ნაკრებმა აღნიშნული შეხვედრა დიდი დანაკლისით ჩაატარა.

ლევან მაისაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.