საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია 75:12 დაამარცხა

რაგბი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა თბილისში, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრით გახსნა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე დიდი ანგარიშით 75:12 დაამარცხა.

საქართველო-გერმანია 75:12

გერმანიის ნაკრები ქართველი მორაგბეებისთვის კარგად ნაცნობი გუნდია. აქამდე მათთან ჩატარებული რვავე შეხვედრა ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა. მეტოქემ ჩვენს ნაკრებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ თამაშში გაუწია – 1995 წელს საქართველომ „დინამო არენაზე“ 14:3 გაიმარჯვა, მას შემდეგ ქართველები სულ დიდი ანგარიშით ამარცხებდნენ მეტოქეს, 2010 წელს კი სერეკორდო სხვაობით – 77:3 მოუგეს. ბოლო შეხვედრა 2019 წელს ქუთაისში შედგა და მასპინძლთა გამარჯვებოით 52:3 დასრულდა.

ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ქართველებმა გერმანელებს მეცხრე თამაშიც დიდი ანგარიშით მოუგეს.

შეხვედრა ჩვენმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთისთვის უკვე ორი გარდასახული ლელოთი 14:0 დაწინაურდნენ – დებიუტანტ ოთარ ლაშხისა და აკაკი ტაბუცაძის ლელოები ლუკა მატკავამ შედეგიანად გარდასახა.