1740316119
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრები 38-11 ანგარიშით დაამარცხეს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე პირველი მატჩი 2000 წლის 6 თებერვალს ლისაბონში ჩაატარა და პორტუგალიას 32:30 სძლია. მას შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ტურნირზე 117 მატჩი გამართეს და 99 მოიგეს. რაგბი ევროპის 2023-ის ფინალის მოგების შემთხვევაში, რომელსაც ბორჯღალოსნები ისევ პორტუგალიასთან გამართავენ საიუბილეო – მე-100 გამარჯვება იქნება.