საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯისთან დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯისთან დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება. დღეს გუნდს კაპიტნის ვარჯიში ჰქონდა, სადაც მორაგბეები როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად მოემზადნენ.

ბორჯღალოსნები ფიჯის აქამდე 7-ჯერ დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მხოლოდ ერთხელ შეძლეს, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

საქართველო ფიჯის ხვალ, ბათუმი არენაზე დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

რაგბიზე დასწრების მსურველთათვის, საქართველოს რკინიგზამ ბათუმის მიმართულებით რეისები დაამატა.