საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე უნგრეთთან დამარცხდა

ფარიკაობა

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში უნგრეთის ნაკრებთან 36:45 დამარცხდა.

ქართველმა მოფარიკავეებმა მეთექვსმეტედფინალში უკრაინის ეროვნულ გუნდს 45:28 სძლიეს. საქართველოს ნაკრები უნგრეთის წინააღმდეგ ბექა ბაზაძის, სანდრო ბაზაძის, ვახტანგ არჩვაძისა და გიორგი ურუშაძის შემადგენლობით წარსდგა.

2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა სანდრო ბაზაძემ, მან ფინალში ფრანგი სპორტსმენი დაამარცხა.