საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაინიშნა - დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 20 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ

ფრენბურთის ფედერაცია

2025 წლის 20 დეკემბერს ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები გაიმართება.

აღნიშნული გადაწყვეტილება 2025 წლის 1 ნოემბერს, ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

არჩევნები ჩატარდება ქ. თბილისში, ხეთაგუროვის ქ. N36-ში, დასაწყისი - 12:00 საათზე.

ფედერაციის წესდებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, პირმა, რომელსაც სურს პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, უნდა წარმოადგინოს საჭირო დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2025 წლის 20 ნოემბრისა, ფედერაციის ელფოსტაზე: info@volley.ge.