ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
4 თებერვალს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გამართულ სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე, დელეგატებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ხმის უფლების მქონე 28 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა ლევან კობიაშვილს მისცა, რომელიც ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად, დელეგატებმა აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შემადგენლობა აირჩიეს: აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილია ინჯია, ნინო სორდია, თენგიზ სულაქველიძე, რომან ფიფია, ბესიკ ჩიხრაძე, კახა ჭუმბურიძე, გოჩა ჯამარაული, ნიკოლოზ ჯღარკავა.
სფფ-ის, ფიფას და უეფას დებულებებისა და წესდების დარღვევისთვის, სფფ-ის წევრობიდან გაირიცხა საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის „დინამო“, დამტკიცდა 2023 წლის ბიუჯეტი და დებულების თანახმად დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.
ღონისძიების ფარგლებში, ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში მოხსენებით წარდგა. მადლობა გადაუხადა სპონსორებს და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის. ისაუბრა მოახლოებული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც, სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, რაც ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ისაუბრა, როგორც ეროვნული ნაკრების, ისე ფუტსალის ეროვნული ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე. ხაზი გაუსვა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მასობრივი, ქალთა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს.
ლევან კობიაშვილმა ასევე ისაუბრა მსაჯთა კორპუსის საერთაშორისო წარმატებაზე და ეროვნულ ჩემპიონატში მსაჯის ვიდეო ასისტენტის (VAR) დანერგვის შესახებ. აღნიშნა სფფ-ის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ფეხბურთის ყველა რგოლს მოიცავს, ხაზი გაუსვა 2023 წელს, ბათუმში გასამართ მწვრთნელთა საერთაშორისო სამიტის მნიშვნელობას, რომელიც უეფას ყველაზე დიდი პროექტია ამ მიმართულებით.
ლევან კობიაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ქართული ფეხბურთის განვითარების ახალი სტრატეგიის შესახებ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ გასულ წელს წარადგინა და მოიცავს ყველა მიმართულებას ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის. სტრატეგიაში სწორედ ის ნაბიჯებია ასახული, რომელთა მიხედვითაც იმუშავებს ფეხბურთის ფედერაცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ყრილობის დასაწყისში, ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა არჩილ კონცელიძეს, რომელიც წლების განმავლობაში გვერდში ედგა ქართულ ფეხბურთს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობას ესწრებოდნენ ფიფას წევრი ასოციაციების ევროპის განყოფილების დირექტორი ელხან მამადოვი, ფიფას წევრი ასოციაციების განყოფილების განვითარების პროგრამების კოორდინატორი ჯანი მანკა და უეფას ეროვნული ასოციაციების განყოფილების მრჩეველი ჯოზეფ კლიმენტი, რომლებმაც სიტყვით გამოსვლისას ქართული ფეხბურთის პროგრესს, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობას და ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლეს გაუსვეს ხაზი.