საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ფარიკაობა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენებმა - ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 45:42 სძლიეს და კონტინენტის ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილმა თავი ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც გამოიჩინა. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.