საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის გამოსახატად თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ანძა

თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა, რაც ასევე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმის ფერებს წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ამით დედაქალაქი, ისევე, როგორც მთელი საქართველო, მხარდაჭერას გამოხატავს ეროვნული ნაკრების მიმართ.

საქართველო-ესპანეთის მატჩამდე წუთები რჩება. მატჩის გამარჯვებული გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.