კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გიორგი გულიაშვილი მიიწვია – ეს „სარაევოს“ 23 წლის თავდამსხმელისთვის „ჯვაროსნებში“ სადებიუტო გამოძახებაა.
გულიაშვილის საქართველოს ნაკრებში მიწვევას მისი კლუბი „სარაევო“ გამოეხმაურა და გიორგის ეროვნულ გუნდში გამოძახება მიულოცა.
„გულიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში შესანიშნავი მატჩები ჩაატარა. ახლა კი ის საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოიძახეს“, – წერს კლუბის ვებგვერდი.
კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და ემოციები არ დამალა.
„გახარებული ვარ, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებში გამომიძახეს. მოუთმენლად ველოდები, როდის შევუერთდები გუნდს. ეს „სარაევოს“ მაისურით ჩატარებული შედეგიანი მატჩებისთვის საუკეთესო ჯილდოა და ზურგის ქარივითაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო“, – განაცხადა გულიაშვილმა.შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში გიორგიმ 8 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ლიგის ბომბარდირია.