საქართველოს და ალბანეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

მატჩი

ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები ალბანეთს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში დაიწყო და მალევე გაიყიდა.

ტირანაში "ჯვაროსნებმა" ალბანეთი 1:0 დაამარცხეს, მეოთხე ტურის შეხვედრა კი 14 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.