ლარი ისევ გამყარდა - ნახეთ ვალუტის ახალი კურსი
1743598980
თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის" მკლავჭიდელებმა (მარცხენა და მარჯვენა მკლავით) სხვადასხვა სინჯის 17 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„საბა დანელია (I; II)
გოგა დანელია (I; III)
მერაბ გვალია (I; III)
ცოტნე ჯღარკავა (I; I)
გიგი ცირდავა (I; I)
ნიკო ზარანდია (I)
გიორგი ბუსქანძე (II; II)
ბექა ჟიშკარიანი (II; III)
გოგი ბუკია (II)
ივიკო ახალაია (III)
გუნდი ეროვნული ჩემპიონატისთვის საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, კობა თუთბერიძემ და მწვრთნელმა, გოგა დანელიამ მოამზადეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ხობელ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელებს ულოცავს საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას და რუმინეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურების მოპოვებას!“, - წერია ინფორმაციაში.