საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართვას. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

მიკროტრავმების გამო მატჩს ნოდარ ლომინაძე და საბა გოგლიჩიძე გამოტოვებენ.

ახალგაზრდული ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში გადის, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. პირველ მატჩს ტურნირზე 21-წლამდე ნაკრები 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.