საქართველოს 19-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ნაკრები დაამარცხა

ახალგაზრდული ნაკრები

საქართველოს 19-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტარული რაუნდის ფარგლებში სლოვაკეთს უმასპინძლა. „მიხეილ მესხი 2"-ზე ქართველმა ფეხბურთელებმა სლოვაკი თანატოლები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

მატჩის ანგარიში 67-ე წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილის გოლით გაიხსნა. 90-ე წუთზე კი ნიკოლოზ ჩიქოვანმა ეროვნული ნაკრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

პირველ მატჩი ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და შეხვედრა ანგარიშით 0:3 დათმო, მომდევნო მატჩს კი მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. ფინალურ ეტაპზე გასვლას შეძლებს გუნდი, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო მასპინძლობს.

ქართველმა ფეხბურთელებმა ელიტარული რაუნდის საგზური შვედეთში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვეს.