საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია  დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ C4 ჯგუფში საუკეთესო ნაკრებია – პირველი ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთ მაკედონია მეორედაც დაამარცხა. ამჯერად 2:0.

ამ მოგებით ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იმასაც ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერ, C ლიგაში ითამაშებს.