სანდრო ბაზაძე ნახევარფინალშია

სანდრო ბაზაძე

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობაში ნახევარფინალის საგზური მოიპოვა – მან მეოთხედფინალში ეგვიპტელი ზიად ელსისი 15:13 დაამაცხა და ფინალში გასასვლელად ასევე ეგვიპტელ აჰმედ ჰეშამს დაუპირისპირდება.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ბაზაძეც გამოვიდა, თუმცა უნგრელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 09:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან გაიმართება