დაგროვებითი პენსია 18,749-მა პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1746736188
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში, ტიტე კალანდაძის გუნდი საბერძნეთს დაუპირისპირდა და „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა დაძაბული მატჩი იხილა.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და საბერძნეთი 7:5 დაწინაურდა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა - 10:10, თუმცა, პირველი ტაიმი მაინც ბერძნებს დარჩათ - 16:14. მეორე ნახევარში საბერძნეთი სამი გოლით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა ჩამორჩენა შეამცირეს.
კალანდაძის გუნდმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა - 20:20, შემდეგ კი ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა - 26:24. დარჩენილ დროში, ბერძნებს არაფერი გამოუვიდათ და საბოლოო ანგარიში 29:26 გახლდათ.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო გიორგი არველოდი დიხამინჯია იყო - 7 გოლი. ირაკლი კბილაშვილმა 6 ბურთი შეაგდო, ერეკლე არსენაშვილმა - 5, გიორგი ცხოვრებაძემ - 4, ვახტანგ ხელისუფალმა - 2.
ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მეორე პოზიცია გაინაღდა, რაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გარანტიას იძლევა.
ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 მაისს ისლანდიაში გამართავს. ევროპის ჩემპიონატი კი 15 იანვარს დაიწყება. მას შვედეთი, დანია და ნორვეგია უმასპინძლებს.
წყარო: CrystalSport