რონალდუ ისეთი გაბრაზებული იყო, არა მგონია, 2013 წლის ფოტოს Before-After-ვერსიის გადაღების სურვილი ჰქონოდა - ანზორ მექვაბიშვილი

ანზორ მექვაბიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი 2013 წელს, კრიშტიანუ რონალდუსთან, "დინამოს" აკადემიის გახსნაზე გადაღებულ ფოტოს იხსენებს.

"რუსთავი 2-ის" ეთერში ფეხბურთელი ამბობს, რომ რონალდუ თითქმის ყველას კუმირი იყო და მასთან თამაში დიდი მოტივაციაა.

"რონალდუ თითქმის ყველას კუმირია და მასთან თამაში ისეთი მოტივაციაა... შენს საყვარელ ადამიანთან თამაშობ და, მითუმეტეს, რომ გააჩერებ და ასე ეთამაშები, როგორც ბიჭებმა ითამაშეს, ვფიქრობ ყველას გაჰყვება სამომავლოდ ეს გრძნობა და დარჩება ისტორიაში.

ალბათ, 11-12 წლის ვიყავი მაშინ. დაახლოებით ის წელი იყო, როცა "დინამოში" დავიწყე თამაში. კი, უნდა გაგვეკეთებინა Before-After-ი, მაგრამ ისეთი გაბრაზებული იყო, არა მგონია, ფოტოს გადაღების სურვილი ჰქონოდა,“ - განაცხადა "შუადღის" ეთერში ანზორ მექვაბიშვილმა.