როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
ყველამ ვიცით, რა ბონუსები იყო დაწესებული ქართველი სპორტსმენებისთვის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ მაინც: ოქროს მედლისთვის ერთი მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის 500 000, ბრინჯაოსთვის კი - 250 000 ლარი.
მოდით, ვნახოთ, რა ხდება ამ მხრივ სხვა ქვეყნებში.
მაგალითად, გერმანიაში ოქროს მედლის მფლობელისთვის მხოლოდ 20 000 ევროა გამოყოფილი, ვერცხლისთვის 15 000, ბრინჯაოსთვის კი - 10 000 ევრო. აღნიშნულ პრემიას გერმანიაში ფონდი Sporthilfe იხდის და არა სახელმწიფო. გერმანელი სპორტსმენები პრემიას არა პირდაპირ და სრულად, არამედ წლის განმავლობაში, ყოველთვიური განაწილებით იღებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელია, გერმანიაში ოლიმპიური მედლებისთვის გამოყოფილი პრემია არ შეცვლილა. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს ძალიან მცირე ბონუსია.
Forbes-ის ინფორმაციით, 10 ქვეყანა თავის სპორტსმენს მედლისთვის 6-ნიშნა თანხას უხდის. ჰონგ-კონგში ოქროს მედლისთვის 768 000 ევროს იღებენ, ისრაელში - 252 000 ევროს, სერბეთში კი - 200 000 ევროს.
რამდენს უხდიან ოქროს მედლის მფლობელებს ზოგიერთ ქვეყანაში:
ჰონგ-კონგი: 768 000 დოლარი
ესპანეთი: 101 003 დოლარი
საფრანგეთი: 85 960 დოლარი
აშშ: 37 500 დოლარი
გერმანია: 20 000 ევრო
კანადა: 14 608 დოლარი
ავსტრალია: 13 340 დოლარი
ავსტრია: 6 000 ევრო
შვედეთი: 0 ევრო
ქვეყნები თავიანთ ჩემპიონებს მხოლოდ ფულით არ ასაჩუქრებენ.
► სამხრეთ კორეა ოლიმპიური მედლების მფლობელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. ცნობილია, რომ სამხრეთ კორეაში მამაკაცმა 30 წლამდე მინიმუმ 18 თვე უნდა იმსახუროს ჯარში.
► პოლონეთი ოქროს მედლის მფლობელს ასაჩუქრებს ბრილიანტით და 3-ოთახიანი ბინით ვარშავაში, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი 2-ოთახიან ბინებს იღებენ.
► ლიეტუვა ოლიმპიურ ჩემპიონებს კარიერის დასრულებიდან სიცოცხლის ბოლომდე უხდის ქირას.
► სერბეთი ოქროს მედლის მფლობელს 40 წლიდან უხდის პენსიას. ანუ, 37 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი 3 წლის შემდეგ დაიწყებს პენსიის მიღებას.
► იტალია (ჯამში 40 მედალი პარიზის თამაშებზე) ოქროს მედლის თითოეულ მფლობელს 179 000 ევროს უხდის - თითქმის 9-ჯერ მეტს, ვიდრე გერმანია. გარდა ამისა, იტალია გუნდურ სახეობებში გუნდის ყველა წევრს ერთნაირად აჯილდოებს - ანუ, გუნდის ყველა წევრი იღებს პრემიას.