მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
„ნაპოლის“ შემტევმა ვარჯიში უკვე განაახლა და მალე სრული დატვირთვით მოემზადება. ვარჯიშის განახლების პარალელურად, წელის ტრავმის განკურნების მიზნით, თერაპიის კურსს აგრძელებს და უახლოეს დღეებში, სპალეტის ხელმძღვანელობით, გუნდურ ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას.
„ნაპოლი“ სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 29 ნოემბერს „კასტელ ვორნუტოში“ დაიწყებს. 12 დეკემბერს თურქეთში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს. თურქული შეკრების დასრულების შემდეგ კი „ვილიარეალს“ შეხვდება.
„ნაპოლისთვის“ სერია A 4 იანვარს განახლდება, მეტოქე კი „ინტერი“ იქნება.