რევანში აღებულია!საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია დაამარცხა

goli

რევანში აღებულია!საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია დაამარცხა. 

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების შეტევები მეტად გამწვავდა, დავითაშვილისა და ხოჭოლავას თაური დარტყმების შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა მეტოქის კარს. 52-ე წუთზე ბუდუ წიტაიშვილმა უზუსტესი პასი შეასრულა ბუდუ ზივზივაძის მისამართით, რომელმაც ერთი შეხედვით ზუსტად დაარტყა და 1:0 საქართველოს სასარგებლოდ.

პირველი გოლიდან ზუსტად 10 წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

მესამე გოლი დამუშავებულ ჯარიმას მოჰყვა – კვეკვესკირის ჩაწოდებას საჭირო ადგილას დახვდა კიტეიშვილი და 3:0 საქართველოს სასარგებლოდ.