საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა

makedonia

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მესამე მატჩს მართავს. მისი მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიაა. შეხვედრა სკოპიეში იმართება.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების შეტევები მეტად გამწვავდა, დავითაშვილისა და ხოჭოლავას თაური დარტყმების შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა მეტოქის კარს. 52-ე წუთზე ბუდუ წიტაიშვილმა უზუსტესი პასი შეასრულა ბუდუ ზივზივაძის მისამართით, რომელმაც ერთი შეხედვით ზუსტად დაარტყა და ანგარიში 1:0 საქართველოს სასარგებლოდ გახდა. რამდენიმე წუთში კი მეტოქის კარში ქართველებისგან კიდევ ერთი გოლი გავიდა. თამაშის მიწურულს ანგარიში 2:0 არის საქართველოს სასარგელოდ.