დასახელდა სფეროები, სადაც ახალი წლიდან ხელფასები გაიზრდება - დეტალებს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს
1765397506
ცნობილი ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების საპატიო მწვრთნელად დანიშნეს. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოლიმპიურ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სნუპ დოგი ამერიკის ნაკრებთან ერთად მილანსა და კორტინაში გასამართ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩავა.
როგორც Reuters-ი იუწყება, სნუპ დოგის მთავარი ფუნქცია ნაკრების მხარდაჭერა იქნება. ის „გუნდის ქომაგთა წევრი“ იქნება, რომელშიც აგრეთვე შედიან სხვა მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, ადმინისტრატორები და პარტნიორები.
„შეერთებული შტატების ნაკრების სპორტსმენები ნამდვილი ვარსკვლავები არიან. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ისინი გავამხნევო, მხარი დავუჭირო და, შესაძლოა, ბრძნული სიტყვებიც ვუთხრა“, - ციტირებს სააგენტო სნუპ დოგს.
აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური დირექტორის სარა ჰირშლანდის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ნაკრების წევრებმა სნუპ დოგი გაიცნეს, მათ შორის ურთიერთპატივისცემა და გულწრფელი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა.