რას ამბობს პორტუგალიის მწვრთნელი კვარაზე და ქართველ ფეხბურთელებზე

kvara

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიასთან ჟოაუ ფელიქსმა და მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრეს.

რობერტო მარტინესი ინგლისში თამაშობდა, როცა ქინქლაძე „მან. სიტისა'' და „დერბი ქაუნთის'' ფეხბურთელი იყო. ერთ-ერთი კითხვა გიორგი ქინქლაძეს ეხებოდა.

 „მახსოვს გიორგი ქინქლაძე, წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელი იყო, ხელოვანი, ნამდვილი არტისტი. ისეთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ბურთით გაერღვია დაცვის ხაზი. ასეთივეა კვარა. ასევე გამოვარჩევ გიორგი მამარდაშვილს. საქართველოს ნაკრებმა ბევრი გააოცა, ლუქსემბურგი და საბერძნეთი ჩამოიტოვა. აღსანიშნავია რასაც აშენებს და აკეთებს ვილი სანიოლი. საქართველო ის ადგილია, სადაც ბევრ ლეგენდას უთამაშია“, - თქვა რობერტო მარტინესმა.